ავტორი
გმირიან (იგივე gMirian)
გმირიან (იგივე gMirian)
?!
2020
სხვადასხვა
მთელი პროექტი: ტექსტი, მუსიკა, არანჟირება, ყველა ისნტრუმენტზე (MIDI პიანო, MIDI გიტარა, MIDI დრამი, ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა, Akai EWI, ელექტრო ვიოლინო) დაკვრა, სიმღერა, ჩაწერა, TTS ბირთვის (eSpeak) გამართვა, მუსიკალური პროგრამირება, დამიქსვა, დამასტერება, საიტის დეველოპინგი - გმირიან.
განსაკუთრებული მადლობა: არც არავის
თხოვნა/მუდარა: თუ შეიძლება შეიძინეთ
მთვარის შუქზე უკაცრიელ ქუჩებში ჩვენ ვარსებობთ,
სადარბაზოებს შორის ამ თვალისგან შორს ჩვენ ვცხოვრობთ,
ცარიელ ტრანსპორტში ყურსასმენებით ყურში ჩვენ ვცოცხლობთ,
მხოლოდ ჩვენთვის, გაშლილი თმებით ჩვენ ვსუნთქავთ.
(ალტ. მხოლოდ ჩვენთვის, თანაბრად, ჩუმად ჩვენ ვსუნთქავთ.)
თქვენ ჩვენ ვერ გვხედავთ.
ოღონდ არ მიიღოთ, ოღონდ არ გაიგოთ ყველაფერს იზამთ.
გააღეთ ფანჯრები ვისუნთქოთ ცოტა,
კარგად იყავით, ახლა უკვე თქვენ მოგიწევთ მოცდა.
ჩვენ ვარსებობთ.
დავნიშნავ არჩევნებს და გავიყვან ჩემს ხალხს,
შემდეგ მოვხსნი საკუთარ თავს.
მოვხსნი სხვის ძეგლს და დავდგამ იქ ჩემსას,
შემდეგ ჩამოვაგდებ საკუთარ თავს.
დავწერ ყველა დაუწერელ კანონს,
დავარღვევ დავიჭერ საკუთარ თავს.
დავდგამ სპექტაკლს; მე მთავარ როლში
მარტო დავჯდები ლოჟაში და დავუკრავ ტაშს,
მივაგნებ ტრიბუნას და გამოვალ სიტყვით;
'ყოველივე ზემოთ ნათქვამს' დავაბრალებ სხვას,
ჩემს თავს გამოვუცხადებ ომს,
წავაგებ და შემდეგ მოვითხოვ ზავს.
ვყიდულობ, ვყიდი, ვყიდულობ, ვყიდი ყველაფერს, რაც მაქვს და არ მაქვს.
და თურმე ქვეყნად არსებობს ხალხი
რომ დაფრინავს ცაში თუმცა მათ ფრთები არ აქვთ.
და თურმე ქვეყნად არსებობს ხალხი
უბრალოდ რომ უყვარს და თანაც უყვარს სხვა.
და თურმე ქვეყნად არსებობს ხალხი
რომ გრნობს, აზროვნებს და ნამუსი აქვს.
და თურმე ქვეყნად არსებობს ხალხი
უბრალოდ რომ ცხოვრობს და თანაც ცხოვრობს აქ.
მე რა?! ვყიდულობ, ვყიდი, ვყიდულობ, ვყიდი ყველაფერს, რაც მაქვს და არ მაქვს.
ყოველ წამს ვტირი თუმცა არ მდის ცრემლი, არ ვმანჭავ სახეს და არ ვიტოკებ წარბს,
ყოველ წამს ვყვირი თუმცა არ ვაღებ პირს, არ ვძაბავ ძარღვებს და არ ვიღებ ხმას,
ყოველ წამს ვფიქრობ იმას რასაც ფიქრობთ და ისიც კარგად ვიცი, რომ ვიტყუებ თავს,
მესმის: წივილი, კივილი, ყვირილი, ჟივილ-ხივილი, წამალი, სექსი, მედია მე მიხეთქვას თავს!
ვყიდულობ, ვყიდი, ვყიდულობ, ვყიდი ყველაფეს, რაც მაქვს და არ მაქვს... გაგყიდით, გიყიდით, გიყიდით-გაგყიდით ყველას, ყველაფერს, თუ კიდევ ვინმე შემორჩით აქ.
ყოველ დღე შორიდან ვუყურებ საკუთარ სახლს
და მის ეზოში მოარულ უცხო ხალხს;
იმ მიწას ათბობს ჩემი წილი მზე
და თავზე ადგას ჩემი წილი ცა.
ყოველ ღამე ვხედავ ხეივანს გრძელს,
თოლიას ცაში, სანაპიროს წყნარს;
ეულად მყოფი ვხვდები, რომ
თურმე ზღვასაც კი საზღვარი აქვს.
ათამდე ვითვლი!
ვახელ თვალს!
გეხვეწებით გამოჩნდით ვინმე
ვიცი რომ აქ ხართ!
იქ სადღაც დარჩა ბავშვობა ჩემი
და როცა მეშინია თქვენ გაფარებთ თავს.
ამდენი უაზრო სიარულის შემდეგ
ისევ იმ ადგილს ვარ.
ამდენი უგულო სიტყვის შემდეგ
ისევ იმ გულით ვარ.
ამდენი დაცინვის შემდეგ
ისევ თქვენთვის ვარ.
ამდენი ტყუილის შემდეგ
გიღიმით ყველას. :)
ვიდგები აქ, სანამ არ მოვა სხვა.
დღე შევხედავ საკუთარ დაქცეულ ცხოვრებას,
ღამით ნათურის გარშემო დავითვლი პეპლებს
და ათას ჯოჯოხეთ გამოვლილ ხალხს გიკრავთ გულში,
მეც ხომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.
ვიდგები აქ, სანამ არ მოვა სხვა.
ეს ქვეყანა განგრევს, ეს ქალაქი გშლის,
მაინც გიყვარს, გრძნობ მის პულსს.
გაიხადე ფეხზე, მოისროლე ქუდი,
იცეკვე ისე როგორც, უხარია გულს.
ამათ გატრუნულ, სულ მართალ თვალებს
მე ვერ ვუშველე, ვერა.
როცა გამოხვალ, დაუტოვე შუქი,
გავიდა ცხოვრება რაც ვყარაულობ მათ სევდას.
ყველამ ყველაფერი იცის,
ტბილად ძინავთ, წესია ეგეთი აქ;
მითუმეტეს მაშინ, თუ ერთი კაცი მაინც
რუსთაველზე სიმართლისთვის დგას.
მე გავიზარდე ოქტომბრის თვეში მარშის და დიქტორის ხმაზე.
იგივე ტიპები მასწავლის ჭკუას, ფული კი იზრდება ხეზე.
შენ?
რას მეტყვი ახალს, საინტერესოს, კარგს?
იცი, რაც გადის დრო მშვიდად ვგრძნობ თავს,
თუმცა ვერ ვიჯერებ რომ ეს მე ვიცხოვრე აქ.
გმირები გათავდნენ, ნომენკლატურას წამს.
ქარია. წვიმს. სევდის დარაჯები კვლავ პოსტზე ვართ.
ტექსტის გარეშე
მე ძლიერ გვიან ვდგები კარებში ვერ ვატევ თავს,
თავში მასმედია ხრიალებს კუჭში საფერფლე ყარს,
გამოვალ გარეთ გავხედავ და გავუყვები გზებს,
შევეყრები სხვის კარგ ცხოვრებას და ვერ ავუქცევ გვერდს
დღეს, დღევანდელ დღეს - დეკადენს
ყველას თავის პარტია და პეიზაჟი აქვს,
მიდის სირთა კორდებალეტი, კამოს ნადიმი აქ.
დაეძებ რამეს ახალს, ნახავ გაყვითლებულ ძველს,
ერთ თარგზე მოჭრილ ათას სახეს და ამ სახეებში ერთს
დღეს, დღევანდელ დღეს - დეკადენს
დღე მიდის ფულზე ჩალიჩი ცხოვრება ნოლზე დუღს,
თუ ჯერ კიდევ არ აიშვი არავინ გიგდებს ყურს
და ძაღლს პატრონი არ ყავს, დედა ვეღარ ცნობს შვილს,
ყველა ერთად მუჭში ნაყავს, ყველა ერთად ჭურში ზის.
მე კი დღეს ვცხოვრობ ჩემს დეკადენს.
ღამე იწყება ჯირითი ტალღა დაიპყრობს ქალაქს,
მოაწვება მტკიცედ ჯებირებს და ამოანთხევს ლავას.
ობერ ქათმები კრიახით მამალ გადიან ფონს.
პატიკუს კი პოზა არ მოწონს და მოითხოვს ბონ-ტონს.
მე კიდე დღეს ვცხოვრობ ჩემს დეკადენს.
ამიტომ!
დავლევ დღეს. X10
ოდესღაც დავლევ დღეს, მანამდე დავლევ დღეს
და ხვალ ძლიერ გვიან ვდგები კარებში ვერ ვატევ თავს.
ტექსტის გარეშე
შედიხარ სახლში და რაზავ კარებს,
დამეძებ ყველგან, შენ დაიღალე.
შენ გინდა ჩემთან. x2
ვერ ხუჭავ თვალებს, იქაც მე ვარ,
ფიქრი და გრძნობა გიხეთქავს თავს.
შენ გინდა ჩემთან. x2
გულში მაქვს ბინა, გიზაფრავ ტანს,
ცრემლები გცვივა, ვერ თოკავ თავს,
უყურებ ეკრანს და მხედავ მე.
შენ დაიღალე და ნატრობ დღეს
როს ვიქნებით ერთად.
ვიქნებით ერთად.
შენ გინდა ჩემთან. შენ გინდა, შენ გინდა ჩემთან.
ემზადები, სარკეში ისწორებ თმას,
ცივი ჟრუანტელი გივლის, აგერ ბოლო შტრიხიც,
ამ ღამით მოგხვდება, ნუთუ მზად ხარ?!
გასვლისას უშვებ მესიჯს - ეგ ოღონდ სხვისთვის.
მისული ერიდები ნაცნობ თვალს,
ასე პირველად ხვდები, უხერხულად ხარ;
ფუჭი ლაპარაკი სიტუაციას მატებს ხიბლს,
ეს ამბავი გართობს, გათრობს.
ადიხართ ნომერში, ხედავ ლოგინს,
ტუჩს იკვნეტ, როგორ გახვალ ფონს?
მყარი სხეული ბინდბუნდში გერევა,
სიგარეტის კვამლი ფანტავს დროს.
ფანჯარაში ღამის ქალაქი ციმციმებს,
შემდეგი თალია დაზგასთან შრომას ჰგავს,
აივანზე გასულს გესმის ქუჩების ხმა,
ეს შენ გგონია, რომ ახლა ხარ სულ სხვა.
მე ხომ ვიცი...
საჭესთან თავში დაპირებებს ალაგებ,
თუმცა ისედაც იცოდი, რომ წავა - შენ რჩები აქ,
იგივე პრობლემებთან და კითხვებთან რაც გაქვს.
მე ხომ ვიცი...
ის ადრესატი რას ფიქრობს? ნეტა, როგორ გრძნობს თავს?
ან რა მერე შენთვის, რა იცვლება ამით?
და უკან სახლში, კვლავ დგახარ სარკის წინ...
ეს ამბავი გართობს.
საინფორმაციო სივრციდან აიღეთ ნებისმიერი სიტყვა, აბრუნეთ და დაუმატეთ:
მე მიყვარს თოვლი, მე მიყვარს წვიმა,
მე მიყვარს დღე, მე მიყვარს ღამე,
ცივა-ცხელა, ცივა-ცხელა.
იქ სამნი ისხდნენ
სიბრძნემდე მთვრალი.
ჭეშმარიტების იდგა დრო.
და ერთმა თქვა - ვნახე ხალხი ითხოვდა რაღაც კარგს,
მეორემ - არ დაიჯერო, ყველას უნდა ცუდად იყოს სხვა,
მესამემ - სულერთია ვინ, სად, რას?
ყველა ერთად ჯამში: ჭამს, სვამს,..
ლოგინში ცეკვავს.
და ესაა, ყველაზე კარგი, ყველაზე ხოშიანი, ყველაზე ნაღდი.
ჰო, გაიგე?
გაიხადე და მეცეკვე
ისე როგორც
გეკადრება შენ, გვეკადრება ჩვენ,
აბა სხვანაირად როგორ?
შენთან ნაცეკვს ბლოკნოტში ვწერ,
ძილის წინ ვუყვები თავს,
თან ველოდები, რომ მოვა მუზა
და ნაცვლად მომიყვება ზღაპარს.
დივანზე იზმორება კატა,
გიყურებს როგორ იღებ სელფს,
იცის რა ლამაზიც ხარ,
სად დევს ჩუსტი და რა გიტოკებს ნერვს.
ორშაბათიდან შეეცი პარასკევს
დაღლილი, სავსე ბრაზით.
ამ საღამოს ჩემთან თუ გამოხვალ
დაგხვდები მამალი ჯაზით.
ნუ გეშინია, ის სამი გაარკვევს,
შედეგი იქნება ერთი;
ხალხი ღელავს, ღამის პოეზია მდგრადი
და მე სიგარეტს ვაბოლ'ებ ვწევარ გვერდით.
ვფიცავ წონასწორობას ვიცავ,
რომ რწყევის გარეშე გავუძლო ამ დოღს.
მოქოქილი ხალხი, ყველაფერი რომ იცის და
სხვის ტრაკს, ან უფლებებს დარაჯობს
სიმაღლის მიხედვით დგას და მღერის, რომ
ყველა პრობლემას ყავს თავის პროჭი
ეს არის რასაც ვერ უარყოფ.
სამზარეულოში ყავა,
წნევის აპარატი, სიგარეტიც იქვე დევს.
ჩემი ნომერი არასწორია, სხვაგან მოვხვდი,
საერთოდ არასწორია ყველაფერი დღეს,
მერე რა? აბა, იგივენი, ქორო!
ყველა პრობლემას ყავს თავის პროჭი ეს არის რასაც ვერ უარყოფ.
ბაღდათში ყოფილა ყველაფერი თურმე მშვიდად,
იმდენად მშვიდად რომ კარგად ვართ ჩვენ;
ყველა, სულ ყველა, ჩვენს ნაცვლად, მუდმივად ზრუნავს,
თან როგორ?! თან რამდენს?!
რა ეშველება ამდენ...
ეს დეკორაცია მოაშორეთ ვინმემ,
გამოდგით პასივ-აგრესიული ფონი.
თქვენ ვერ მოიგეთ ვერაფერი, სცადეთ კიდევ,
მოემზადეთ! ხელახლა! აბა, ერთი, ორი...
ყველა პრობლემას ყავს თავის პროჭი,
ნამდვილად ასეა ეს.
ისევ პატარა გოგო ხარ,
ეზოში შენთვის თამაშობ,
ბებო გეძახის სახლში,
იქაურ სუნსაც კი გრძნობ;
ამ ყველაფერს ხედავ ფანჯრიდან
ოთახის რომელსაც ვერ ცნობ,
იმ შვილის გვერდით ვინც
არც გახსოვს, ხანდახან გმობ.
და როდესაც წახვალ
გავხდები უკეთესი ვიდრე ვარ,
მანამდე რასაც მივხვდი
ყველაფერი მინდა ვთქვა;
ნუ გეშინია, დედა,
ბოლოს ყველა ვიცოცხლებთ.
უვადოდ.
უდავოდ.
თუმცა ჩამოწვა ღამე, შენს სახლში დგას მშვენიერი დღე,
ანგელოზი დაგხარის თავს, გეალერსება გიწნავს თმებს.
სიმშვიდე სუფევს ყველგან, უშფოთველად მიდის დრო,
თბილ გულს და ლამაზ თვალებს, მე გეტყვი შენ:
მე დღეს, მე აქ შენთან ვარ,
მე დღეს, მე აქ შენთვის ვარ,
მე დღეს, მე აქ შენით ვარ,
მე დღეს, მე აქ...
ცაზე ვარსკვლავი კრთის, შეხედე როგორ ანათებს დღეს,
სასთუმალთან ანგელოზი გიზის, გეთამაშება გიღერებს ყელს.
ავი და ცუდი უკან დარჩა, ყველაფერი იქნება კარგად ხვალ
და კიდევ ერთხელ, კვლავ და კვლავ, მე გეტყვი შენ:
მე დღეს, მე აქ შენთან ვარ,
მე დღეს, მე აქ შენთვის ვარ,
მე დღეს, მე აქ შენით ვარ,
მე დღეს, მე აქ მიყვარხარ.
გიორგი მირიანაშვილი
სხვადასხვა ფილმის, სპექტაკლის კომპოზიტორი, მუსიკოსი, მუსიკალური გამფორმებელი რეჟისორებთან: დიტო ცინცაძე, გიორგი ბარაბაძე, მიკა კიკაჩეიშვილი, დათო ჯანელიძე.
ჯგუფ აუტსაიდერის აღმასრულებელი პროდიუსერი სხვადასხვა ლაივსა და ალბომზე
ირაკლი ჩარკვიანის (მეფე) და რობი კუხიანიძის დუეტის (შავი ზღვა) სესიური პროდიუსერი
ჯგუფი სტუმარის კონსულტანტ-პროდიუსერი
მიმუშავია სხვადასხვა ტელე და რადიო პროექტზე, ზოგადად მუსიკა არ არის ჩემი მთავარი საქმიანობა, ჰობია.